პარლამენტი ქუთაისში გადავა - კვირის პალიტრა

პარლამენტი ქუთაისში გადავა

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად თბილისის გარდა, ქუთაისის განსაზღვრა, შესაბამისი საკონსტიტუციო პროექტის

მიხედვით, 2012 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა განხორციელდეს.

კონსტიტუციას ემატება 48/1 მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი და ქ. ქუთაისი. პარლამენტის პლენარული სხდომები ტარდება მხოლოდ ქ. ქუთაისში. პარლამენტის ადგილსამყოფელის დროებით შეცვლა, სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების მიზეზად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის ხელშეწყობაა დასახელებული. ამასთან, ნათქვამია, რომ პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანა ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარ ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აამაღლებს მოსახლეობის ინტერესს პოლიტიკური პროცესებისადმი და წაახალისებს ადგილობრივ მოსახლეობას, რათა უფრო მეტად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.