პრეზიდენტი გაასამართლეს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი გაასამართლეს

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩარლზ ტეილორი სამხედრო დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ ტეილორი ალმასების სანაცვლოდ, მეზობელ სიერა-ლეონეს მეამბოხეებს იარაღს აწვდიდა, რამაც ამ ქვეყანაში ათწლიანი ტერორისტული ძალადობა გამოიწვია.1991-2001 წლებში სიერა-ლეონეში დაპირისპირებას 120 ათასი კაცი ემსხვერპლა. ტეილორი კანიბალიზმშიცაა ეჭვმიტანილი. მის საქმეზე გადაწყვეტილებას ტრიბუნალი 30 მაისს გამოაცხადებს.