სკანდალი შვედურ რადიოში - კვირის პალიტრა

სკანდალი შვედურ რადიოში

ცნობილი შვედი რადიოწამყვანი გერტ ფილკინგი ანტისერბული გამონათქვამების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.კერძოდ, ფილკინგმა ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სერბები ტერორისტ Aანდერს ბრეივიკს შეადარა და განაცხადა, რომ სერბებმა ბალკანეთის ომში ათასობით ადამიანი დახოცეს, მაგრამ ისინი არავის გაუსამართლებია. მანვე სერბებს "ფსიქოპათები" და "სულელები" უწოდა. რადიოწამყვანის სამსახურიდან დათხოვნა პირადად შვედეთში სერბეთის ელჩმა დუშან ცრნოგორცევიჩმა მოითხოვა.