სარკოზიმ ოლანდთან წააგო - კვირის პალიტრა

სარკოზიმ ოლანდთან წააგო

საფრანგეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა ქვეყნის პირველმა პირმა ნიკოლა სარკოზიმ სოციალისტ ფრანსუა ოლანდთან წააგო.ოლანდმა ხმების 28,59% მიიღო, სარკოზიმ - 27,9%.  ნაციონალისტმა ლე პენმა სარკოზის გარიგება შესთავაზა, კერძოდ, მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ მას ლე პენისთვის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრის პოსტი უნდა შეეთავაზებინა. სარკოზიმ გარიგებაზე უარი თქვა.