კანადაში ნაცისტი იპოვეს - კვირის პალიტრა

კანადაში ნაცისტი იპოვეს

სიმონ როზენტალის ცენტრმა კანადაში ნაცისტი დამნაშავე ვლადიმირ კატრიუკი აღმოაჩინა. ცენტრის ინფორმაციით, რომელიც მსოფლიოში ნაცისტ დამნაშავეებს ეძებს, კანადაში ბელორუსი კატრიუკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიქცა და მეფუტკრეობა დაიწყო.

ვლადიმირ კატრიუკი 118-ე პოლიციურ ბატალიონს მეთაურობდა, რომელიც უკრაინასა და ბელორუსიაში ებრაელებს ჟლეტდა. კატრიუკმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ხატინის ტრაგედიაში - ამ სოფლის მკვიდრნი ნაცისტებმა ფარდულში შერეკეს და დაწვეს. კატრიუკი კი ხვრეტდა ყველას, ვინც ცეცხლიდან თავის დაღწევას ცდილობდა. როზენტალის ცენტრი 91 წლის მეფუტკრის ისრაელისთვის გადაცემას ითხოვს.