აფეთქებები დნეპროპეტროვსკში - კვირის პალიტრა

აფეთქებები დნეპროპეტროვსკში

27 აპრილს უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში ოთხი აფეთქება მოხდა, რომლის გამოც 27 კაცი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვია. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ნაგვის ურნებში იყო ჩამონტაჟებული.ტერაქტმა ქალაქში პანიკა გამოიწვია, ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, სამართალდამცველები ყველა იმ პირს ჩხრეკდნენ, რომლებსაც ჩანთები ან ზურგჩანთები ჰქონდათ. უკრაინელი ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ აფეთქებებს პოლიტიკური საფუძველი აქვს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტი კრიმინალური ხასიათისაა. "ვეჭვობ, რომელიმე პოლიტიკური ძალა ამაში გარეული იყოს, რადგან ღმერთი ასეთ რაღაცებს არ პატიობს", - განაცხადა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ვლადიმირ როკიტსკიმ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).