ბინაზე უარი თქვა - კვირის პალიტრა

ბინაზე უარი თქვა

2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის გიორგი ტატუაშვილის ოჯახმა სახელმწიფოს მიერ საჩუქრად გადაცემულ ბინაზე უარი განაცხადა. ეს ჯარისკაცის დედამ, დარეჯან პატაშურმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება დაღუპული სამხედროს ოჯახს იმიტომ დევნის, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. "ზეწოლაა ჯარისკაცის მცირეწლოვან შვილებზეც, რის გამოც ბავშვები მეგობრის ოჯახში ჰყავდათ გადამალული. გადავიღეთ პოლიციის სამი მანქანა, რომელიც დარაჯობდა ბინას და ელოდებოდა ბავშვების სახლიდან გამოსვლას", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე შეფასებით, ეს ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივ იდეოლოგიას: "მინდა მოსახლეობას განვუცხადო, რომ არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, განსხვავებული აზრის გამო დაჩაგროს ჩვენი მოქალაქეები" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).