მედიამ დემოკრატიული სტანდარტები უნდა დაიცვას - კვირის პალიტრა

მედიამ დემოკრატიული სტანდარტები უნდა დაიცვას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია და მან დემოკრატიული სტანდარტები უნდა დაიცვას."ხშირად მედია მიკერძოებულია და ეს არ არის სიურპრიზი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს იმის ფიქრის საშუალება, რომ მასმედიის ქცევა მიუახლოვდეს დემოკრატიის ზოგადი წესებით დადგენილ მოთხოვნებს", - ბრძანა ელჩმა.