"ტფილისის ჰამქარი" საპროტესტო კამპანიას დაიწყებს - კვირის პალიტრა

"ტფილისის ჰამქარი" საპროტესტო კამპანიას დაიწყებს

თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარი" გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას დაიწყებს.ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გუდიაშვილის მოედანზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დამახინჯება ან განადგურება ემუქრება. მისი თქმით, ეჭვს აჩენს ის, რომ კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილი" საზოგადოებისგან ფარულად აწარმოებს სამუშაოებს.

ელისაშვილის განცხადებით, გასულ თვეებში გამართული სიმბოლური აქციებისგან განსხვავებით, ახალი კამპანია უფრო მწვავე იქნება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).