მერაბიშვილს კომპეტენცია არ ჰყოფნის
30-04-2012
მერაბიშვილს კომპეტენცია არ ჰყოფნის
პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დიდი დრო დაუთმო მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელ ვლადიმირ სანაკოევზე საუბარს.სანაკოევი ორი წლის წინ რუსეთში გაიქცა და განაცხადა, რომ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა. მერაბიშვილის თქმით, სანაკოევი ერთხანს აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს და მზად არის, მას საქართველოს სამსახურის შესაძლებლობა კვლავ მისცეს. ასევე, შს მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში რუსული ინვესტიციების განხორციელება და აღნიშნა, რომ ფულს სუნი არ ასდის. დეპუტატებს აინტერესებდათ, თუ რა ინფორმაცია
აქვს მერაბიშვილს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა ფინანსური ურთიერთობის შესახებ. შს მინისტრის განცხადებით, კომპეტენციიდან გამომდინარე, არა აქვს პასუხი, რადგან შსს ფინანსურ დანაშაულებს არ იძიებს. მერაბიშვილმა ისიც თქვა,  რომ პოლიციას "ნაციონალურ მოძრაობაზე" მეტი რეიტინგი აქვს და სამართალდამცველები პოლიტიზებულნი რომ იყვნენ, მათი ნდობის ხარისხი 87%-იანი არ იქნებოდა
(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

tvalsazrisi
30 აპრილი 2012 22:08
ფულს თუ სუნი არ ასდის, რას გადაეკიდნენ აბა წიკლაურები იმ ფულს, რომელიც მათი აბსურდული ბრალდებით, რუსულია?!
ამ კაცმაც(ვანომ) დაიწყო აბდაუბდა ლაპარაკი, რაც მიშასი არ იყოს, იმას ისახავს, რომ ვერავინ ვერაფერში გაერკვეს თუ რა ხდება.
ვერკვევით, ვანო უფფროსო, მაგ აბადუბდაურ ფრაზებშიც კარაგდ იშიფრება ნაცმოს ძველი და ახალი დანაშაულები!

რედაქტორის რჩევით