ქდმ-დან "ქართულ ოცნებაში" - კვირის პალიტრა

ქდმ-დან "ქართულ ოცნებაში"

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ლორთქიფანიძე "ქართულ ოცნებაში" გადავიდა და ყოფილ თანაპარტიელებს ბრალდებები წაუყენა.კერძოდ, მისი თქმით, ქდმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. საპასუხოდ, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ლორთქიფანიძის პარტიიდან გარიცხვა ისედაც იგეგმებოდა. ვეფხვაძის თქმით, ლორთქიფანიძემ, რომელიც ვანის საკრებულოს წევრიცაა, ამ რაიონების ქრისტიან-დემოკრატი აგიტატორებისთვის გამოყოფილი ფულის ნაწილი მიითვისა.