"ქართული ოცნება" აქციას გეგმავს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" აქციას გეგმავს

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 26-27 მაისს ხალხმრავალი აქციის გამართვას გეგმავს. სავარაუდოდ, აქცია ეროვნულ ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" აქციის გამართვის თაობაზე მერიას განაცხადით უკვე მიმართა.