ტოტალური თავდაცვა - კვირის პალიტრა

ტოტალური თავდაცვა

პარლამენტმა თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტის განხილვა დაიწყო. პროექტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა ეფუძნება "ტოტალური თავდაცვის" პრინციპს.რეზერვი ორ კატეგორიად იყოფა: სახმელეთო და ტერიტორიული თავდაცვის. სახმელეთო რეზერვის ამოცანა სხვასთან ერთად, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაც არის. ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი კი საომარი მოქმედებების დროს, ძირითადად, სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე იქნება პასუხისმგებელი. სახმელეთო რეზერვი სავალდებულო და ნებაყოფლობითი გაწვევის პრინციპით დაკომპლექტდება, ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს კი მოხალისეები შეავსებენ.