მაკ-კეინის წერილი - კვირის პალიტრა

მაკ-კეინის წერილი

სენატორმა ჯონ მაკ-კეინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს წერილით მიმართა და ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერა მოსთხოვა.სენატორის აზრით, აშშ-მა უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა, რათა სამიტზე დაფიქსირდეს თბილისის პროგრესი ალიანსისკენ მიმავალ გზაზე. ასევე, მაკ-კეინი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს იმ გარემოების გათვალისწინებას სთხოვს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.