საქართველოს საკითხი განიხილეს - კვირის პალიტრა

საქართველოს საკითხი განიხილეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს. სხდომას კონგრესმენებთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე კონგრესმენები დაინტერესდნენ, საქართველოს ნატოში გაწევრება იმიტომ ხომ არ შეფერხდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები არიან. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ ეს მოსაზრება უარყო და განაცხადა, რომ არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ უნდა შეეზღუდოს არჩევანი, თუ რომელ ორგანიზაციაში გაწევრდეს. მისივე თქმით, აშშ კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ვაშინგტონი თბილისის სასარგებლოდ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. კონგრესმენ დენ ბარტონის თქმით, საქართველო ნატოში გაწევრების საუკეთესო კანდიდატია და იმსახურებს ნატოს წევრობის სააპლიკაციო გეგმას ჩიკაგოს სამიტზე.