უფალი საქართველოს ბევრ სასწაულს მოუვლენს - კვირის პალიტრა

უფალი საქართველოს ბევრ სასწაულს მოუვლენს

"უფალი საქართველოს კიდევ ბევრ სასწაულს მოუვლენს", - ბრძანა თხოთის ჯვრის სასწაულებრივ ძალაზე უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას. თხოთის ჯვარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. ილია II-ის განმარტებით, ადამიანი მრავალი სასწაულის მხილველია, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჩვენთან არს ღმერთი". "უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე სარწმუნოება. მას არ უნდა შეეშინდეს განსაცდელის. განსაცდელი დასრულდება და მშვიდობა მოვა. საქართველო გაიხარებს, რადგან 20 საუკუნეა საქართველო ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელია", - ბრძანა  პატრიარქმა.

გასულ კვირას სამების ტაძარში ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა და უწმინდესის ნათლული ოთხასზე მეტი ბავშვი გახდა.