"ბრძოლა გაგრძელდება" - კვირის პალიტრა

"ბრძოლა გაგრძელდება"

31 ივლისს მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გერმანიიდან  თბილისში დაბრუნდა.

მან აეროპორტშივე განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს პერიოდში «საკანში» დაბრუნებასაც გეგმავს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრძოლა უკეთესობისთვის გაგრძელდება. შესაძლოა, "საკანი ¹5"-ის ფორმატიც შეიცვალოს», - განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელსაც აეროპორტში ახლობლები დახვდნენ.