კაიროში შეტაკებები გრძელდება - კვირის პალიტრა

კაიროში შეტაკებები გრძელდება

ეგვიპტის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება, რომელსაც 10-ზე მეტი ადამიანი უკვე შეეწირა, 373 კი დაშავდა. მოვლენების ეპიცენტრი აბასიას რაიონია, სადაც თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.უწყების წინ დროგამოშვებით დემონსტრანტები იკრიბებიან და ხელისუფლებიდან სამხედროების წასვლას მოითხოვენ. როგორც წესი, მიტინგი შეტაკებებში გადაიზრდება ხოლმე და ქვებს, დანებს და მოლოტოვის კოქტეილებს სამხედროები ხშირად ტყვიით პასუხობენ.