ბელგიური რკინიგზა სკანდალში გაეხვია - კვირის პალიტრა

ბელგიური რკინიგზა სკანდალში გაეხვია

ბელგიაში, ერთ-ერთ მატარებელში, მორიგი გაჩერების შესახებ შეტყობინების ნაცვლად, გამოაცხადეს: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოსვენციმისკენ მიმავალ მატარებელზე. ყველა ებრაელს ვთხოვთ, ბუჰენვალდის სადგურზე ჩავიდეს". ამან ბელგიაში სკანდალი გამოიწვია. რკინიგზის ოპერატორი კომპანიის, SNCB-ის ხელმძღვანელების მტკიცებით, მათი რომელიმე თანამშრომელი ამ "ხუმრობაში" გარეული არ არის. თუმცა ბელგიის პარლამენტის წევრმა ვივიენ ტეიტელბაუმმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მისი თქმით, ზემოხსენებულმა განცხადებამ ბევრი მგზავრი შეურაცხყო.