მორიგი ბრალდება სარკოზის - კვირის პალიტრა

მორიგი ბრალდება სარკოზის

პატიმრობაში მყოფი ლიბიის ყოფილი პრემიერის, ბაღდად ალ-მაჰმუდის განცხადებით, 2007 წელს მუამარ კადაფიმ  საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 50 მილიონი ევრო გამოყო.ალ-მაჰმუდის მტკიცებით, ის ტუნისის ერთ-ერთ ციხეში საფრანგეთის პრეზიდენტის თხოვნით გამოკეტეს, რომელსაც მხილების ეშინია. სარკოზი კადაფისგან ფულის აღებაში "სოციალისტთა" ლიდერმა ფრანსუა ოლანდმაც დაადანაშაულა. საფრანგეთის პირველმა პირმა საკითხისთვის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევა პროკურატურას სთხოვა.