აფეთქება ერევანში - კვირის პალიტრა

აფეთქება ერევანში

ერევნის ცენტრში,  სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე,  გაზით სავსე ბურთები აფეთქდა და 140-მა ადამიანმა დამწვრობა მიიღო. აფეთქებების შემდეგ კონცერტზე პანიკა დაიწყო და ბევრმა ადამიანმა გაქცევით უშველა თავს. არსებული ინფორმაციით, ბურთების აფეთქება ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პანიკის ჩაწყნარების შემდეგ, რესპუბლიკურმა პარტიამ კონცერტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.