ალავერდის ტაძარი შველას ითხოვს - კვირის პალიტრა

ალავერდის ტაძარი შველას ითხოვს

ალავერდის ტაძარში მომსახურეთა ინფორმაციით,  ნიადაგის ზედაპირული წყლები გრუნტში გროვდება, რის შედეგადაც ტაძარი და მთლიანად მონასტრის ტერიტორია მეტრ-ნახევარ სიღრმეზე წყალში იმყოფება.საფრთხე ემუქრება უძველეს ფრესკებსა და ტაძრის საძირკვლის მდგრადობასაც. პრობლემა გასულ წელს მდინარე ზემო ხოდაშენის ადიდებამ და წყლის მოვარდნამ გამოიწვია. მდინარის კალაპოტი დაახლოებით 4-5 კილომეტრზე გაწმენდას საჭიროებს, რათა გაზაფხულობით, წყალდიდობების დროს, მდინარის წყალი ალაზანს შეუერთდეს და მიმართულება შეიცვალოს, აღარ დაიტბოროს სოფლის სავარგულები და საძოვრები. მდინარე ზემო ხოდაშენის ერთი შენაკადი მონასტრის გვერდით მიედინება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).