თავდამსხმელი საელჩოს ჩაჰბარდა - კვირის პალიტრა

თავდამსხმელი საელჩოს ჩაჰბარდა

ჰააგის ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაზე ქართველის, სანდრო გრიგოლიასა და ვინმე ზია ბორუკჩუს თავდასხმა ტრაგიკულად დასრულდა. მათ მიერ დაჭრილი იუველირი გარდაიცვალა. ჰოლანდიის მოქალაქე სანდრო გრიგოლია საქართველოში გამოიქცა, მოგვიანებით, ის ჰოლანდიის საელჩოში გამოცხადდა, თუმცა საბოლოოდ ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. სავარაუდოდ, გრიგოლიას ექსტრადიცია ჰოლანდიაში მოხდება.