"ქართული ოცნების" აქცია დაშალეს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" აქცია დაშალეს

ქუთაისში "ქართული ოცნების" ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისობასთან დაკავშირებით, ღამით, დავით აღმაშენებლის ძეგლთან სანთლების აქცია გამართეს.მოულოდნელად იქ  ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მანქანა გამოჩნდა და აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლი მიუშვა. მივიდნენ  უცნობი პირებიც, რომლებშიც აქციის მონაწილეებმა მერიის თანამშრომლები ამოიცნეს. მათ ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მისულა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).