"ქართული ოცნება" აქციას 27 მაისს გამართავს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" აქციას 27 მაისს გამართავს

კოალიცია "ქართულ ოცნებას" საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვა 26 ან 27 მაისს სურდა. დედაქალაქის მერიამ ნებართვა 27 მაისისთვის გასცა, თუმცა ჯერ უცნობია აქციის ჩატარების ადგილი. "ქართულმა ოცნებამ" წერილობით მიმართა როგორც ეროვნული სტადიონის დირექციას, ისე მიხეილ მესხის სახელობის არენის ხელმძღვანელობას. ეროვნულ სტადიონზე, ხელმძღვანელობის თქმით, რემონტია და აქციის გამართვა შეუძლებელია. "მიხეილ მესხის" დირექციას კი წერილობითი პასუხი ჯერ არ გაუცია. თუ რომელიმე სტადიონზე ვერ მოხერხდება, "ქართული ოცნება" აქციას ქუჩაში გამართავს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).