დელიანიძის საქმე - კვირის პალიტრა

დელიანიძის საქმე

გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ზურაბ დელიანიძის მეუღლის, ქეთევან ბერიძის განცხადებით, მისი ქმარი ნაწამებია, სხეულზე აქვს სისხლჩაქცევები, ხერხემალი კი დაზიანებული. ბერიძე ცხედრისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. საპასუხოდ ხათუნა კალმახელიძის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვენერიული დაავადების მწვავე ფორმის გამო ექიმებმა დელიანიძის გადარჩენა ვერ შეძლეს. სასჯელაღსრულების უწყების ამ განცხადებამ სახალხო დამცველის აღშფოთება გამოიწვია. გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ პატიმრის დაავადების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ შელახა არა მხოლოდ გარდაცვლილის, არამედ მისი ოჯახის წევრების ინტერესებიც. დელიანიძის საქმესთან დაკავშირებით "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის" წევრები კალმახელიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მისი პრესსამსახურის მტკიცებით, მინისტრი თბილისში არ იმყოფებოდა (ვრცლად იხ. გვ. 8, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).