ასათიანი რევანშზე საუბრობს - კვირის პალიტრა

ასათიანი რევანშზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაკა ასათიანს დავით ძოწენიძის სასარგებლოდ 900 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ძოწენიძე ასათიანების ოჯახს შპს "აკაში" 20%-იან წილს ედავებოდა. მაკა ასათიანი მიიჩნევს, რომ ძოწენიძე ვიღაცების მარიონეტია და რეალურად, მის წინააღმდეგ "მაესტროს" გამო რევანში განხორციელდა. ასათიანის თქმით, რომ არა მისი  ფინანსური მხარდაჭერა, "მაესტრო" ალბათ, ვერ იმაუწყებლებდა. სავარაუდოდ, ასათიანის ადვოკატები დავის გადატანას სტრასბურგის სასამართლოში შეეცდებიან (ვრცლად იხ. გვ. 6, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).