პროკურატურას აფეთქებდნენ - კვირის პალიტრა

პროკურატურას აფეთქებდნენ

შსს-ს ცნობით, ზუგდიდში დააკავეს მოქალაქე როლანდ ხურცილავა, რომელიც ადგილობრივი პროკურატურის აფეთქებას ცდილობდა. სამართალდამცველების მტკიცებით, ხურცილავამ ზუგდიდში ასაფეთქებელი მოწყობილობა გალიდან შეიტანა. თავად დაკავებული ტელევიზიით გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში აცხადებს, რომ აფეთქება მას რუსმა სამხედრომ დაავალა. აღსანიშნავია, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მომხდარს "საჯარო მოხელეების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა".