ქუთაისში ჟურნალისტს სცემეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში ჟურნალისტს სცემეს

ქუთაისის გაზეთ "P.S."-ის ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ 4 მაისს მოახერხა შეეღწია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივის დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ვანო მერაბიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი ესწრებოდნენ. ვაჩიბერაძის თქმით, დიქტოფონის ჩართვის შემდეგ მიხვდნენ, რომ იგი ჟურნალისტი იყო და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს. გარეთ გასულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მერაბიშვილის დაცვის წევრებმა. სახალხო დამცველი მომხდარს და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის სხვა ფაქტებსაც გამოეხმაურა და პროკურატურას ამ შემთხვევების სასწრაფო გამოძიება მოსთხოვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).