"მე ვარ რეპორტიორი და არა - ჯაშუში" - კვირის პალიტრა

"მე ვარ რეპორტიორი და არა - ჯაშუში"

"ადამიანის უფლებათა სახლმა" პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე ინსცენირებული აქციით - "მე ვარ რეპორტიორი და არა - ჯაშუში" - აღნიშნა. ორგანიზაციის წევრები რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბნენ. მათ სიმბოლურად აიხვიეს თვალები, პირი, ხელებზე დაიდეს ბორკილები და ქართული ჟურნალ-გაზეთები გალიებში ჩააწყვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ამ ფორმით შეეცადნენ, დაახლოებით აესახათ ის სავალალო ვითარება, რაც  დღეს ქართულ პრესასა და ზოგადად მედიაშია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).