პროპაგანდა გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

პროპაგანდა გააპროტესტეს

რუსთაველის ძეგლთან, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის" მიერ ორგანიზებული აქცია - "ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას" -" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გამოიტანეს ქართულ მედიაში გამეფებული ცენზურისა და პოლიტიკური პროპაგანდის ამსახველი შემდეგი შინაარსის ლოზუნგებიანი ტრანსპარანტები: "ნუ აქიშ-მიშ-ებთ ნიუსებს", "გვჭირდება მედია და არა კომედია", "ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას", "დაიცავი შენი Pრესს-ტიჟი", "არ გვინდა ამდენი მიშა". მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).