საქართველო ნაწილობრივ თავისუფალია - კვირის პალიტრა

საქართველო ნაწილობრივ თავისუფალია

Freedom House-ს რეიტინგში (2011 წელი), საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდა და 111-ე ადგილი  ბანგლადეშთან, კენიასთან და მავრიტანიასთან გაიყო. 2010 წელს საქართველო მსოფლიოში 118-ე იყო.როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, წინსვლა გამოიწვია საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებისთვის ლიცენზიის მინიჭებამ, მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ და რამდენიმე ახალი გამოცემის დაარსებამ. მედიათავისუფლების რეიტინგს ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობენ, აუტსაიდერები კი ბელორუსი, უზბეკეთი და ჩრდილოეთი კორეა არიან.