ნდობის რეიტინგში ეკლესია ლიდერობს - კვირის პალიტრა

ნდობის რეიტინგში ეკლესია ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუციებიდან რესპონდენტთა 92% ეკლესიას ენდობა.ნდობის რეიტინგში სხვა ადგილები ასე გადანაწილდა: ეკლესია - 92%; ჯარი - 90%; პოლიცია - 90%; პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 71%; პარლამენტი - 69%; მთავრობა - 68%; განათლების სისტემა - 67%; მედია - 66%; ეროვნული ბანკი - 62%; პროკურატურა - 54%; ადგილობრივი მმართველობები - 54%; სასამართლო - 51%; გუბერნატორები - 46%; ომბუდსმენი - 41%; ცენტრალური საარჩევნო კომისია - 41%; პოლიტიკური პარტიები - 40%; კონტროლის პალატა - 36%; პროფკავშირები - 21%.