პატრიარქმა დედის როლზე იქადაგა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა დედის როლზე იქადაგა

"დედობა ღვთისა და ერის წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა", თუ ოჯახებში აქამდე შვილებს ქველმოქმედებას და ღარიბების დახმარებას ასწავლიდნენ, ახლა პრიორიტეტები შეცვლილია და შვილების აღზრდისას მშობლები აქცენტს იმაზე აკეთებენ, როგორ მოიხვეჭოს მან სახელი და ძალაუფლება.ადრე "იყვნენ ოჯახები, რომლებიც შვილებს გზავნიდნენ ქუჩებში, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ. ნამდვილი ქრისტიანობა სწორედ ეს არის. დღეს კი ჩვენ შვილებს ვასწავლით ძირითადად იმას, როგორ იყოს ბედნიერი მატერიალურად, სიუხვეში, ვასწავლით ყველაფერს - უცხო ენებს, მაგრამ მთავარს არ ვასწავლით", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge--ზე).