პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა
14-08-2009
31 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გერმანიიდან დაბრუნდა.

პატრიარქი გერმანიაში 14 ივლისს სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად გაემგზავრა.

უწმინდესის პირადი ექიმის, ნელი შარტავას ინფორმაციით, პატრიარქს ჩაუტარდა გეგმური გამოკვლევები და პროფილაქტიკური სამკურნალო კურსი. მისივე შეფასებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა დავითის (შარაშენიძე) განცხადებით კი, უწმინდესი გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და მიუნხენის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?