ჩრდილოეთ კორეაში კანიბალიზმია - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეაში კანიბალიზმია

ჩრდილოეთ კორეაში საკვები პროდუქტის ქრონიკულმა უკმარისობამ კანიბალიზმის შემთხვევები გამოიწვია. ჩრდილოეთიდან სამხრეთ კორეაში გაქცეული მოქალაქეების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კანიბალიზმის ბრალდებით ფხენიანში სამი კაცი დახვრიტეს. ერთ-ერთმა პატარა გოგონა შეჭამა, მამა-შვილმა კი რამდენიმე კაცი იმსხვერპლა. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კორეელი ბაზარში ადამიანის ხორცს ცხვრის ხორცად ასაღებდა(!!!).