სარკოზი ადვოკატობას იწყებს - კვირის პალიტრა

სარკოზი ადვოკატობას იწყებს

ნიკოლა სარკოზი პოლიტიკიდან მიდის და ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროს უხელმძღვანელებს. მისი ოფიციალური წარმომადგენლის ფრანკ ლუვრიეს ინფორმაციით, სარკოზი პარტიის - "კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" - წევრად დარჩება, თუმცა პოლიტიკას ჩამოშორდება. პროფესიით იურისტმა სარკოზიმ საპრეზიდენტო არჩევნები სოციალისტ ფრანსუა ოლანდთან წააგო.