ბრეივიკს ფეხსაცმელი ესროლეს - კვირის პალიტრა

ბრეივიკს ფეხსაცმელი ესროლეს

ტერორისტ ანდერს ბრეივიკს ოსლოში გამართულ სასამართლოს პროცესზე კუნძულ უტოიაზე ერთ-ერთი მოკლულის ძმამ ფეხსაცმელი ესროლა. "ჯოჯოხეთშიც წასულხარ, შენ მოკალი ჩემი ძმა", - მიაძახა მამაკაცმა ბრეივიკს. ფეხსაცმელი ბრეივიკის ადვოკატს მოხვდა. ფეხსაცმლის მსროლელი აპლოდისმენტების თანხლებით დარბაზიდან გაიყვანეს. ინციდენტის შემდეგ პროცესის ბევრი მონაწილე ტიროდა. თავად ბრეივიკი კი ცინიკურად იღიმებოდა. პროცესს უტოიაზე ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას მამა, ავთანდილ ლიპარტელიანიც ესწრება.