პროტესტი ბათუმში - კვირის პალიტრა

პროტესტი ბათუმში

ბათუმში იუნკრების საფლავებთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა თურქული კომპანია "სისტემ ინშაათის" მიერ მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს. მათი ცნობით, ტერიტორია თურქებმა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეიძინეს და 40-სართულიანი სასტუმროს აგება საფლავების ტერიტორიაზე აქვთ დაგეგმილი. აქციის მონაწილეებმა მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. არსებული ინფორმაციით, თურქულმა მხარემ მშენებლობის ადგილის შემოღობვა დაასრულა და საძირკვლის გათხრასაც მალე დაიწყებს. სავარაუდოდ, ეს ბათუმში აქციების ახალ ტალღას გამოიწვევს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).