გაიმართა დევნილთა აქცია - კვირის პალიტრა

გაიმართა დევნილთა აქცია

12 მაისს თბილისში, სამეგრელოსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში პარტია "განახლებული საქართველოსთვის" თაოსნობით დევნილთა აქცია გაიმართა.პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ეს დღე ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგის დაწყების დღედ გამოაცხადეს. აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მინდია გულუამ "დევნილთა საქველმოქმედო ფონდის" შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც თავდაპირველად 25 მილიონი დოლარი ჩაიდება. გულუამ ფონდის დახმარებისკენ ბიძინა ივანიშვილსაც მოუწოდა.

აქციაზე პოლიციამ "განახლებული საქართველოსთვის" 5 აქტივისტი დააკავა. პარტიის ცნობით, რეგიონებში ადგილობრივი სოდ-ისა და კუდ-ის უფროსები დევნილებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ციხით ემუქრებოდნენ.