დიპკორპუსს პრობლემები გააცნეს - კვირის პალიტრა

დიპკორპუსს პრობლემები გააცნეს

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" ორგანიზებით გამართული შეხვედრისას, რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს პრობლემები გააცნეს. ჟურნალისტების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონებში ხშირია ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის აპარატურის წართმევა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება რეგიონებში პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების შეხვედრების გაშუქებისას. რეგიონების ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ძალადობის არც ერთი ფაქტი არ გამოუძიებიათ.