ბოლომდე იბრძოლებენ - კვირის პალიტრა

ბოლომდე იბრძოლებენ

ქართველი ემიგრანტი დავით კარტოზია და ამერიკელი მილიონერი ენდრიუ მურდზა, რომლებიც საქართველოს მთავრობას პროექტ "ლაზიკას" მითვისებაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ პროექტის დასაცავად და განსახორციელებლად ბოლომდე იბრძოლებენ. "გეგმებზე წინასწარ არ ვილაპარაკებთ, რადგან სტრატეგიის გახმაურება არ გვსურს. ჩვენ ამ საკითხს სასამართლომდე და მაღალ ტრიბუნებამდე მივიტანთ და ყველა გაიგებს, ვინ და როგორ მოიპარა "ლაზიკას" იდეა", - განაცხადა დავით კარტოზიამ ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, პროექტი, რომლის თანახმადაც 30-32 ათას მოსახლეზე გათვლილი "ლაზიკა" XXII საუკუნის "მწვანე ქალაქი" უნდა ყოფილიყო და რომლის მცხოვრებნიც ძირითადად ხამანწკების წარმოებაზე დასაქმდებოდნენ, საქართველოს მთავრობას 2010 წლის 16 დეკემბერს შესთავაზეს, მაგრამ 2012 წლის 14 დეკემბერს შეიტყვეს, რომ“იდეა მოიპარეს. კარტოზია და მურდზა ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან შეერთებასაც აპირებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).