მანიფესტაცია 27 მაისს გაიმართება - კვირის პალიტრა

მანიფესტაცია 27 მაისს გაიმართება

"ქართული ოცნება" მანიფესტაციის გამართვას 27 მაისს თავისუფლების მოედანზე გეგმავს. 27 მაისსვე კოალიცია ოფიციალურად გამოაცხადებს საარჩევნო კამპანიის დაწყებას. "ქართულ ოცნებას" ღონისძიების ჩატარება 26 მაისს ერჩივნა, თუმცა მერიისგან ნებართვა 27 მაისისთვის მიიღო. კოალიცია მანიფესტაციის გამართვას ეროვნულ ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გეგმავდა. თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს, რადგან ბიძინა ივანიშვილის აზრით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სტადიონებზე ვერ დაეტეოდნენ.