"ინტერნაციონალი" შეშფოთებულია - კვირის პალიტრა

"ინტერნაციონალი" შეშფოთებულია

"ლიბერალური ინტერნაციონალის" დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში "ქართული ოცნების" მიწვევით იმყოფებოდნენ, შეშფოთებული არიან საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი მუხლით, კონტროლის პალატის ქმედებებითა და "ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგში საქართველოს პოზიციით. "ლიბერალური ინტერნაციონალის" ბიუროს წევრმა დიდი ბრიტანეთიდან, რობერტ ვუდზორფ ბრაუნმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა ინფორმაცია მიაწოდეს კონტროლის პალატის მიერ კოალიციის მხარდამჭერების დაბარების შესახებაც: "ეს გამაოგნებელია. ნატოს ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ასეთი რამ წარმოუდგენელია. საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისია". "ლიბერალური ინტერნაციონალის" გენერალური მდივნის, ემილ კირიასის აზრით კი,  "ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგში საქართველო არ არის იმ პოზიციაზე, რომელიც ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყანას შეეფერება.