კალაძე ფეხბურთიდან მიდის - კვირის პალიტრა

კალაძე ფეხბურთიდან მიდის

კახა კალაძე ფეხბურთიდან მიდის: "გადავწყვიტე, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვიბრძოლო.საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე, სადაც მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ მათი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში", - ნათქვამია კახა კალაძის მიმართვაში, რომლის ადრესატები იტალიელი გულშემატკივრები არიან. კახა კალაძე წლების მანძილზე "მილანის" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, ბოლო რამდენიმე სეზონი კი "ჯენოაში" გაატარა.