ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს ყიდის - კვირის პალიტრა

ივანიშვილი რუსეთში ბიზნესს ყიდის

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში  ბანკი "რუსული კრედიტი" და სააფთიაქო ქსელი "დოქტორ სტოლეტოვი" გაყიდა. ბანკი კერძო პირთა ჯგუფმა 352 მილიონ  დოლარად იყიდა. მყიდველებს შორის არიან: "აი-ტი კომპანიის" პრეზიდენტი გეორგი გენსი, ბანკ "გლობეკსის" ყოფილი მესაკუთრე ანატოლი მოტილევი, სადაზღვევო კომპანია Спасские ворота-ს ექსმფლობელი ბორის ხაიტი, ასევე კერძო პირები: ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი, ვლადიმერ ფაეროვიჩი. "დოქტორ სტოლეტოვი" კომპანია "იმპერია-ფარმამ" 60-70 მილიონ დოლარად შეიძინა. "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, მაისის ბოლომდე  რუსეთში ყველა ბიზნესს გაყიდის და აინტერესებს, რაღას მოაბამენ კუდს ნაციონალური ტელევიზიები.