უგულავამ კონტრაქტი გაწყვიტა - კვირის პალიტრა

უგულავამ კონტრაქტი გაწყვიტა

თბილისის მერიამ კომპანია "გრინსერვისთან", რომელმაც გამწვანებაზე ტენდერები მოიგო, ხელშეკრულება გააუქმა. ამის მიზეზი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული მასალაა. კერძოდ, მერიამ ბარათაშვილის ქუჩაზე 120 კვიპაროსის დარგვა გადაწყვიტა, "გრინსერვისმა" კი ნერგები დედაქალაქის მთავრობას 225.000 ლარად მიჰყიდა, ანუ თითოეული ნერგი 990 ლარი დაჯდა. გიგი უგულავას განცხადებით, კომპანია "გრინსერვისმა" სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა და საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს შესასწავლად გადაეგზავნება.

შპს "გრინსერვისის" მფლობელები თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე არიან (ვრცლად იხ. გვ. 6,29).