"საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე" - კვირის პალიტრა

"საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე"

"საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

პატრიარქმა გასულ კვირას აჭარაში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები და აჭარლები მონათლა. უწმინდესმა ნათლულებთან შეხვედრისას ბრძანა, რომ 11 წელი იყო აფხაზეთის მიტროპოლიტი, ეს ბედნიერებისა და სიყვარულის წლები იყო და არ ახსოვს, აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მომხდარიყო. "მე ასე წარმომიდგენია, რომ მივადგებით ენგურს ქართველები და აფხაზები და ერთმანეთს ვთხოვთ პატიებას, იქ მოხდება ჩვენი გაერთიანება", - დასძინა უწმინდესმა.

გასულ კვირას პატრიარქმა 410 ჩვილი მონათლა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).