დედოფალს ზეიმი ჩააშხამეს - კვირის პალიტრა

დედოფალს ზეიმი ჩააშხამეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორეს მმართველობის მე-60 წლისთავის აღნიშვნა ჩააშხამეს.კერძოდ, უფლებადამცველებმა მონარქი მკაცრად გააკრიტიკეს ბანკეტზე დიქტატორების - ბაჰრეინისა და სვაზილენდის მმართველების, ჰამადესა და მსვატი მესამის მიწვევისთვის. ესპანეთის პარლამენტმა კი ბანკეტზე დასწრება დედოფალ სოფიას აუკრძალა. ამის მიზეზი ჰიბრალტარში დაგეგმილი ინგლისის პრინც ედვარდის ვიზიტი იყო. ჰიბრალტარზე ესპანეთი და ბრიტანეთი დღემდე დაობენ.