ირანში ჯაშუში ჩამოახრჩვეს - კვირის პალიტრა

ირანში ჯაშუში ჩამოახრჩვეს

ირანში ისრაელის ჯაშუშობისთვის გასამართლებული, 24 წლის მაჯიდ ჯამალ ფაში ჩამოახრჩვეს. ფაშის სიკვდილი ირანელი ფიზიკოსის, მასუდა ალი მოჰამადის მკვლელობის გამო მიუსაჯეს, რომელიც ბირთვულ პროექტებზე მუშაობდა. მოჰამადი 2010 წელს დაიღუპა, როდესაც მისი მანქანის გვერდით მოტოციკლი აფეთქდა. სიკვდილით დასჯამდე ირანულმა ტელევიზიებმა ფაშის ჩვენება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, მას ფიზიკოსის მკვლელობისთვის ისრაელის სპეცსამსახურები 50 ათას დოლარს შეჰპირდნენ.